THE SIDEWAYS X - ლოგოს დიზაინი

სპეკ-ნამუშევარი

წინასიტყვაობა

"THE SIDEWAYS EXPERIENCE", შემოკლებით "THE SIDEWAYS X" არის ავსტრალიური ავტოსპორტის კომპანია, რომლის მიზანია დრიფტის კულტურის ხელშეწყობა და სწავლება პროფესიონალურ დონეზე.

კრეატიული გამოწვევა

კომპანიის ლოგოს შექმნა, რომელიც მოერგება მთელ იდენტობის სისტემას, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელებს, ავტომობილებს, სარბოლო აღჭურვილობას, დროშებს და სხვ.

ლოგო და სტრუქტურული ბადე

ლოგო კომპანიის ინიციალებს, ‘S’-ს და ‘X’-ს აერთიანებს. ვიზუალურად ის წარმოადგენს სარბოლო ტრასას, რომელიც ხაზს უსვამს დრიფტის დისციპლინას.
ლოგოსთვის შერჩეული ფერი გახლავთ წითელი, რომელიც აგრესიულობასთან ერთად, ოპტიკური თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი ფერია.

ლოგო ბრენდის იდენტობაში

ლოგო საშუალებას იძლევა, რომ იქცეს უსასრულო სტრუქტურად. ამის ხარჯზე ის შეძლებს სპონსორების ლოგოებს შორის გამორჩევას და ლამაზი ხელწერის შექმნას.

The Sideways X - დროშა

ტეგები

გაზიარება

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on linkedin

მზად ხართ სასაუბროდ?