T.M.
შესავალი
მართებულად შესრულებული დიზაინი პროფესიონალ ადვოკატს ჰგავს — შენი სათქმელის მკაფიოდ გაჟღერებას რომ უზრუნველყოფს და დუმილის უფლებასაც გიტოვებს. რასაკვირველია, დიზაინისა და სამართლის გზები სხვა დროსაც გადაკვეთილა… მაგალითად, 2022 წლის გაზაფხულს, როცა ახალგაზრდა ადვოკატის, თათია მაისურაძის ლოგო შევქმენი.
ლოგოს ხასიათი აუცილებლად აკადემიური, ელეგანტური და მინიმალისტური უნდა ყოფილიყო. გარკვეულწილად ნაცნობი და, ამავდროულად, კლიშეებისგან თავისუფალი ვიზუალით. იგი მონოგრამის სახითაა წარმოდგენილი და თათიას ინიციალებს ეფუძნება. შემავსებელი ელემენტები კი მისი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანეს იდეებს ეხმიანება.


