რუსთავის გარეკანი

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგო

საკონკურსო პროექტი

წინასიტყვაობა

2018 წლის დასაწყისში ქ.რუსთავის მერიამ გამოაცხადა კონკურსი რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოსთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ჩემი გამარჯვებით არ დასრულდა, მაინც მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ნამუშევარი.

პირველი ნაბიჯი: კვლევა

პირველ რიგში მჭირდებოდა ზუსტი იდეა, რისთვისაც ხაზი უნდა გამესვა ლოგოში.
ამაში ჩემი ქალაქის წარსულის ცოდნა და დამატებითი კვლევა დამეხმარა.

გავიხსენოთ რუსთავის წარსული

IV-XIII საუკუნეები - თრდატ რევის ძემ რუსთავის ველების მოსარწყავად მტკვრიდან არხი „გამოიღო“.
VIII საუკუნე - მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, რუსთავი დაინგრა, თუმცა ის მაინც აგრძელებდა არსებობას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
IX საუკუნე - დაზიანებული ციხე აღადგინეს და მას ახალი, ძლიერი ზღუდე შემოარტყეს.
XII საუკუნე - რუსთავის ციხე და მისი სასახლე კიდევ ერთხელ განაახლეს.
XIII საუკუნე - ქალაქი რუსთავი განვითარების ზენიტში განადგურდა ბერქა ყაენის შემოსევის შედეგად. იმ დროიდან რუსთავის მცირე დასახლება ციხის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

რუსთავის ციხე მუდამ იდგა ქალაქის სადარაჯოზე.

ლოგოს დიზაინი

ლოგოზე ფიქრის დაწყებისთანავე გადაწყვეტილი მქონდა, რომ შემექმნა მონოგრამა, მისი მინიმალისტურობის, მოქნილობის, სიმარტივისა და დროის მიმართ გამძლეობის გამო.

გადავწყვიტე ლოგოს მთავარი ფერი წითელი ყოფილიყო, რადგან ეს ქალაქის სააქცენტო ფერია.

ლოგოს მახასიათებლები

რუსთავის ციხე

საიუბილეო რიცხვი

ქალაქის ინიციალი

თაღოვანი ხიდი

გამოყენება

ლოგოს საფუძველი მონოსივრცული შრიფტია, აქედან გამომდინარე იგი პროპორციულია და სხვადასვა პროდუქტებზე გამოყენების საშუალებას იძლევა.

ტეგები

გაზიარება

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on linkedin

მზად ხართ სასაუბროდ?

თუ გსურთ კითხვების დასმა, კონსულტაცია ან პროექტის შეკვეთა, ისარგებლეთ საკონტაქტო ფორმით.