PURE • პურე

შესავალი

ჰიპოთეტური კომპანია, რომელიც ახლებურ პურის გემოებს ძველი ქართული ჯიშების ხორბლით ქმნის. PURE-ს მიზანი ადამიანების დახსნაა — ჯანსაღ კვებასა და გურმანულ სიამოვნებას შორის არჩევანის გაკეთებისგან.

  • წელი

    2021

  • როლი

    სახელი, ლოგო და შეფუთვა

სახელი

კომპანიის მთავარი ღირსება სიჯანსაღეა და იგი სახელშიც ფიგურირებს. სიტყვა PURE (pjʊər) ითარგმნება, როგორც: სუფთა, წმინდა, შეურეველი. გარდა ამისა, ბრენდის სახელი ქართულ ყოველდღიურობაშიც სახასიათო გამოყენებას პოვებს (მაგ: დააPURE, მეPURE, საPURE და ა.შ).

ლოგო

PURE-ს ლოგო სიმბოლოს სახითაა წარმოდგენილი. მისი კონცეფცია ვიზუალურ პარალელებს ავლებს ხორბლის თავთავებსა და საქართველოს დროშასთან — რაც ბრენდის როგორც მატერიალურ, ასევე კულტურულ წარმომავლობაზე მეტყველებს.

შეფუთვის დიზაინი

PURE-ს პროდუქტები ორ ხაზად იყოფა: PURE Classic და PURE Extra.

პირველი ხაზი კლასიკურ პურებს აერთიანებს (თეთრი, რუხი და შავი), ხოლო მეორე — არომატულებს (მარწყვის, ისპანახისა და მოცვის არომატებით). მათი სახელები და შეფუთვა კი ძვირფასი ქვებითაა შთაგონებული (ოქრო, ვერცხლი, გიშერი, ლალი, ზურმუხტი და საფირონი).

დამიკავშირდით

მზად ხართ სასაუბროდ?

Back