მადლობა

შესავალი

მადლობა ურთიერთვალდებულების კანონს (Law of Reciprocity) ეფუძნება. ადამიანები თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ დახმარებას, საჩუქარსა თუ გაწეულ სამსახურს ანალოგიურად ვუპასუხოთ. „მადლობის გადახდა“ კი ობლიგაციის გადაცემაა, რომლის მიმღებსაც შეუძლია იგი მოგვიანებით, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს — ასე მუშაობს მადლობის ეკონომიკა.

  • წელი

    2019

  • როლი

    სრული

მადლობის სიმბოლო

მადლობის სიმბოლო ქართული ასო „მ“-დან იღებს სათავეს და ორი ისროვანი დაბოლოებითაა წარმოდგენილი. ორივე ისარი ერთ მხარეს მიემართება, რადგან მადლობის ფილოსოფიაა არა „გაეცი და მიიღე“, არამედ „გაეცი და გაეცი, მოლოდინის გარეშე“ — მთავარია გვჯეროდეს, რომ ეს ხაზები მომავალში გადაიკვეთებიან და უკან სიკეთით დაბრუნდებიან.

მადლობის კუპიურა

კუპიურის მთავარ ილუსტრაციაში ორი ურთიერთდამხმარე ხელი ჩანს. მათ მიღმა აკაშკაშებული მზე კი მადლობის სახეა, როგორც სამარადისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ძალა ადამიანებისთვის. გამოსახვის ხერხად Art Deco-ს მივმართე — სტილი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა გასული საუკუნის არქიტექტურულ, ინდუსტრიულ თუ გრაფიკულ დიზაინზე.

ბარათის დიზაინი

მადლობების უსაფრთხოდ შენახვა სპეციალურ საცავშია შესაძლებელი — მისი სახელია სამადლობელი. მადლობის ეკონომიკაში, სამადლობელთან ინტერაქცია მომხმარებლებს პლასტიკური ბარათებით შეუძლიათ.

ვინაიდან მადლობის ეკონომიკაში არავინ არავის აღემატება, ბარათებს შორის განსხვავება მხოლოდ ვიზუალურია და არ ეფუძნება იერარქიას. მათი სერია აერთიანებს ძვირფასი ქვებით შთაგონებულ დიზაინებს: მარგალიტი, ლალი, ქარვა, ზურმუხტი და გიშერი.

დამიკავშირდით

მზად ხართ სასაუბროდ?

Back