დავით IV აღმაშენებელი — ლოგომარკი

პერსონალური პროექტი

წინასიტყვაობა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, 12 აგვისტოს, აღინიშნება დიდგორობა - დღე, როდესაც დავით აღმაშენებლის 56.000-იანმა ლაშქარმა, დიდგორის ველზე, სძლია თურქ-სელჩუკთა 300.000-იან ჯარს. სწორედ ასეთი მოულოდნელი ტრიუმფისთვის ბრძოლას ეწოდა „ძლევაი საკვირველი“. ეს დღესასწაული ჩემთან ახლოსაა, რადგან წარმოშობით მანგლისიდან ვარ, ამ მხარეში ყოველწლიურად აღინიშნება დიდგორობა, დიდგორის ველზე. ​

კრეატიული გამოწვევა

ჩემთვის მთავარი გამოწვევა და სურვილი იყო, რომ ემოციები, რასაც ეს დღე ჩემთვის ატარებს, ჩამექსოვა ერთ მინიმალისტურ ლოგოში, რომელსაც წარმოგიდგენთ...​

დავით აღმაშენებლის ფრესკა
გელათის მონასტერში

ლოგომარკი

ლოგომარკის სტილში შეტანილია ბერძნული ხატწერის შტრიხები, როგორიცაა სახის დაგრძელებული პროპორციები და კონტურების სიმრგვალე.

დავით IV აღმაშენებელი - სტრუქტურული ბადე

პოსტერი

პოსტერის ფერებისა და გეომეტრიული ბადის შთაგონების წყაროა დავით აღმაშენებლის დროინდელი დროშა.

ტეგები

გაზიარება

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on linkedin

მზად ხართ სასაუბროდ?