გიორგი დანელია
შესავალი
გიორგი 2018 წელს გავიცანი, როცა მის იუთუბ არხზე 10,000 გამომწერისთვის მიძღვნილ იდეების კონკურსში გავიმარჯვე. 2019-ში მან გადაწყვიტა თავისი საქმიანობის ახალ საფეხურზე აყვანა ვიზუალური იდენტობის შემუშავებით და სწორედ ამ დროს პროფესიონალურადაც გადავიკვეთეთ. დღეს მისი არხი 200,000-ზე მეტ გამომწერს მოითვლის.
გიორგი დანელიას არხის მამოძრავებელი ბირთვი მისი თავგადასავლები და ტექნოლოგიებია. ჩემი მიზანი იყო, რომ ეს იდეა ლოგოშიც გადმომეტანა. პირველ რიგში მჭირდებოდა მეტაფორა, რომელიც ამაში დამეხმარებოდა. მიგნებების პროცესში ენერგია აღმოჩნდა ის ბირთვი, რაც ადამიანებს თავგადასავლების შესაქმნელად, ხოლო ტექნოლოგიებს ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ. შესაბამისად, ლოგოს კონცეფცია აერთიანებს ელვას, როგორც ენერგიის სიმბოლოს, გიორგი დანელიას ინიციალებთან (G და D).


