ჩიორა — ჩიტი გულის ბუდიდან
შესავალი
ერთ დღეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ბექა და მარიამი დამიკავშირდნენ. საკონსულტაციო ზარის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ვესაუბრებოდი გულანთებულ წყვილს, დიდი გეგმებით: მათ სურდათ საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიის შექმნა, რომელიც ბავშვებს სამოსზე მეტს შესთავაზებდა…
პროექტის ფარგლებში შევქმენი: ბრენდისა და ბიზნესის სტრატეგიები, სახელი, სლოგანი, ბრენდის ნარატივი, ლოგო, წამყვანი ვიზუალი და იდენტობის დიზაინი — ამგვარად, ჩემი მთავარი გამოწვევა განსხვავებულ დისციპლინებში დამოუკიდებლად მუშაობა იყო. ბრენდის მთავარი გამოწვევა კი — ბავშვური ხასიათის შეზავება პროფესიონალურთან.

ლოგოზე მუშაობისას შევიმუშავე სპეციალური სისტემა, რომლის წყალობითაც ბავშვებიც უმარტივესად შეძლებენ ჩიორას დახატვას. ამისათვის საკმარისია ასო-ბგერა „ჩ“-ს დაწერა, მასზე ორი ხაზისა და ერთი წერტილის მიმატება, და Voilà! თქვენ წინაშეა ჩიორა!





„ჩიორას“ პროდუქტები, სტრატეგიის ფაზაში, ოთხ კატეგორიად დაიყო: 0-დან 1 წლამდე; 1-დან 4 წლამდე; 4-დან 8 წლამდე და ბავშვის დაბადებამდე („გამოჩეკამდე“). თითოეული კატეგორიისთვის სპეციალური სიმბოლოები შევქმენი.


„ჩიორას“ ვიზუალური იდენტობის შრიფტად შევარჩიე FiraGO (ავტორი — აკაკი რაზმაძე). მისი თანამედროვე და მინიმალისტური სტილი ხაზს უსვამს ბრენდის მახასიათებლებს.



გულის ფორმის შესასვლელი

ჩიორას ტანსაცმელი

ფლუგერი ჩიორას გამოსახულებით

აივანი და საკუჭნაო





