ბოდიში

შესავალი

საქართველოში ხშირად უთქვამთ, ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდაო… რატომაც არა?! მე მჯერა, რომ ბოდიშს ნამდვილად შეუძლია გატეხილი გულის გამთელება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ფანტაზია რეალობად მექცია და მეპასუხა კითხვაზე: რა იქნებოდა, ბოდიში რომ მართლა წამალი იყოს და აფთიაქშიც იყიდებოდეს?

  • წელი

    2018

  • როლი

    სრული

მთავარი გამოწვევა

ამ პროექტის მთავარ გამოწვევად, აბსტრაქტული ცნების, „ბოდიშის“ მატერიალურ სამყაროში გადმოტანას მივიჩნევ. სანამ საქმე დიზაინზე მიდგებოდა, მანამდე თავად წამალი უნდა „შემექმნა“, რისთვისაც საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა: წამლის დანიშნულება, პაციენტები, დადებითი და უკუჩვენებები, შემადგენლობა, გამოყენების წესი და გამოშვების ფორმა. ამას მოსდევდა შესაფერისი ტიპოგრაფიის, სიმბოლოსა და ფერების შერჩევა.

ფერები

მედიკამენტის სისტემის ძირითადი ფერებია მუქი მწვანე და ღია აბრეშუმისფერი. მწვანე ფერსა და სიტყვა ბოდიშს საერთო მახასიათებლები აქვთ: სიმშვიდე, გამოცოცხლება, ჰარმონია, ბუნებრიობა. რაც შეეხება ღია აბრეშუმისფერს, მისი თბილი ელფერი სრულყოფს სიტყვა „ბოდიშის“ ხასიათს, რომლის ატრიბუტი სითბოცაა.

სიმბოლო

სიმბოლოს კონცეპცია მეტაფორულია: გახსნილი კაფსულა გატეხილ გულს ამთელებს.

შეფუთვა​

ბოდიში მიკიბულ-მოკიბულად არ უნდა ითქვას. ამიტომაც, შეფუთვის დიზაინი, ვეცადე მინიმალისტური ყოფილიყო. რაც შეეხება შემადგენლობას, რაკი მობოდიშების ერთადერთ მატერიალურ გამოვლინებად ცრემლი მომაგონდა, მედიკამენტის აღწერილობაშიც სწორედ მისი შემადგენლობა მივუთითე რამდენიმე „ქიმიურ“ ემოციასთან ერთად: სინანულოზა, პროპილენ-წუხილი, კალიუმქლორიდი, ნატრიუმქლორიდი, კორტიზოლი, წყალი და იმუნოგლობინი A.

დამიკავშირდით

მზად ხართ სასაუბროდ?

Back