„ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“ — სინამდვილეში

პერსონალური პროექტი

წინასიტყვაობა

საქართველოში ხშირად ისმის ფრაზა: „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა!“ მე მჯერა, რომ ბოდიშს შეუძლია გატეხილი გულის გამთელება.
გადავწყვიტე ჩემი ფანტაზია გადმომეტანა რეალობაში და მენახა, რა იქნებოდა, ბოდიში რომ წამალი იყოს და აფთიაქშიც იყიდებოდეს?

კრეატიული გამოწვევა

ამ პროექტის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აბსტრაქტული „ბოდიშის“ მატერიალურ სამყაროში გადმოტანა და ხელშესახებ ნივთად გადაქცევა.
სანამ საქმე დიზაინზე მიდგებოდა, მანამდე თავად წამალი უნდა „შემექმნა“. ჩამოვაყალიბე წამლის დანიშნულება, პაციენტები, დადებითი და უკუჩვენებები, შემადგენლობა, გამოყენების წესი და გამოშვების ფორმა. ამას მოსდევდა მისთვის სწორი ფერების, სიმბოლოსა და ტიპოგრაფიის შეზავება.
ამასთანავე, შეფუთვის დიზაინი განსხვავდება სხვა ბრტყელ ზედაპირებზე შესრულებული ნამუშევრებისგან, რადგან კოლოფი სამგანზომილებიანია და მისი ყველა წახნაგი ეფექტურად უნდა ამეთვისებინა.

ბოდიში - წამლის შეფუთვა და ფლაკონი

ფერები

მედიკამენტის სისტემის ძირითადი ფერებია მუქი მწვანე და ღია აბრეშუმისფერი.
მწვანე ფერსა და სიტყვა ბოდიშს საერთო მახასიათებლები აქვთ: სიმშვიდე, გამოცოცხლება, ჰარმონია, ბუნებრიობა.
რაც შეეხება ღია აბრეშუმისფერს, მისი თბილი ელფერი სრულყოფს სიტყვა „ბოდიშის“ ხასიათს, რომლის ატრიბუტი სითბოცაა.

სიმბოლო

სიმბოლოს კონცეპცია ისევე მეტაფორულია, როგორც ბოდიშის წამლის სახით არსებობა — „გახსნილი კაფსულა გატეხილ გულს ამთელებს“.

ბოდიში - წამლის სიმბოლო
ბოდიში - სიმბოლოს კონცეპცია

შეფუთვა​

შეფუთვის დიზაინი შევინარჩუნე რაც შეიძლება მინიმალისტურად, რადგან ბოდიში მიკიბულ-მოკიბულად არ უნდა ითქვას...

მედიკამენტის შესახებ

მობოდიშების ერთადერთი მატერიალური გამოვლინებაც, რაც აზრად მომივიდა, ცრემლია. მედიკამენტის შემადგენლობაში სწორედ მისი შემადგენლობა მივუთითე რამდენიმე „ქიმიურ“ ემოციასთან ერთად.
წამლის შემადგენლობაშია: სინანულოზა, პროპილენ-წუხილი, კალიუმქლოორიდი, ნატრიუმქლორიდი, კორტიზოლი, წყალი და იმუნოგლობინი A.

ბოდიში - წამლის წინა მხარე
ბოდიში - წამლის შეფუთვა გვერდიდან
ბოდიში - წამლის წინა მხარე
ბოდიში - წამლის შეფუთვა გვერდიდან

ტეგები

გაზიარება

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on linkedin

მზად ხართ სასაუბროდ?

თუ გსურთ კითხვების დასმა, კონსულტაცია ან პროექტის შეკვეთა, ისარგებლეთ საკონტაქტო ფორმით.