გამარჯობა!
მე ვარ სერგი დევრისაშვილი (დერბი).
გრაფიკული დიზაინი ჩემი ბავშვობის აღმოჩენაა. მისი წყალობით შევაბიჯე სრულიად ახალ სივრცეში, სადაც მანამდე წარმოუთქმელმა ფიქრებმა იწყეს გაცოცხლება…
ბავშვურ ექსპერიმენტებს განვითარება მოჰყვა — ის, რასაც ერთ დროს მხოლოდ ლამაზ სანახაობად მივიჩნევდი, კომუნიკაციის საშუალებად იქცა — ჩემს ცხოვრებაში არტ დაირექშენი და ბრენდინგი გამოჩნდა.
წლების შემდეგ, ჩემი ძლიერი გატაცება პროფესიაში გადაიზარდა და დერბი შეიქმნა. მას შემდეგ ვეხმარები ადამიანებს გულშიჩამწვდომი ისტორიების გადმოცემასა და დაუვიწყარი ბრენდების შექმნაში.
